დოკუმენტაციის შესახებ

წინამდებარე ვებსაიტზე ხელმისაწვდომია რამდენიმე ტიპის დოკუმენტაცია:

  • დოკუმენტაცია: API-სქოლიო
  • ES6-ის მახასიათებლები
  • სახელმძღვანელოები

დოკუმენტაცია: API-სქოლიო

API-სქოლიო გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას Node.js-ში არსებული ფუნქციებისა და ობიექტების შესახებ. იგი შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არგუმენტებს იღებს ესა თუ ის მეთოდი, რას აბრუნებს იგი და რა შეცდომები შეიძლება უკავშირდებოდეს მას. გარდა ამისა, შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი მეთოდებია ხელმისაწვდომი Node.js-ის ამა თუ იმ ვერსიაში.

აღნიშნული დოკუმენტაცია აღწერს Node.js-ის მიერ უზრუნველყოფილ, ჩაშენებულ მოდულებს. მასში არ შედის საზოგადოების (community) მიერ უზრუნველყოფილი მოდულები.

ES6-ის მახასიათებლები

ამ განყოფილებაში აღწერილია ES6-ის მახასიათებლების სამი ჯგუფი და დეტალები იმის შესახებ, თუ რომელი მახასიათებლების გამოყენება არის Node.js-ში ნაგულისხმევად შესაძლებელი. ტექსტს ერთვის ბმულები დამატებითი განმარტებებისათვის. აღნიშნული განყოფილება ასევე გვიჩვენებს, როგორ გავარკვიოთ, თუ V8-ის რომელი ვერსია მოყვება Node.js-ის კონკრეტულ გამოშვებას (release).

სახელმძღვანელოები

სახელმძღვანელოთა განყოფილება შეიცავს ვრცელ სტატიებს, სადაც სიღრმისეულად არის განხილული Node.js-ის ტექნიკური შესაძლებლობები და მახასიათებლები.

ზემოთ